ჯავრიშვილის კლინიკის მობილურმა ჯგუფმა ბოლნისში ქირურგიული ოპერაციები ჩაატარა

0

13681733_1040970469351028_952601098_oქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ჯავრიშვილის კლინიკის ოფთალმოლოგების მიერ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად შერჩეულ ბენეფიციარებს 31 ივლისს ადგილზე ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაციები. ჯავრიშვილის კლინიკის მობილური მანქანა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა და გამოვლენილ პაციენტებს ოპერაციები უტარდებოდათ, რომლებიც მეორე დღეს ექიმმა გასინჯა და დანიშნულებები მისცა.  ორი კვირის შემდეგ კი მათ თბილისში  მკურნალი ექიმი უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

ოპერაციის პარალელურად მიმდინარეობდა პაციენტების გამოკვლევები. ბოლნისის მუნიციპალიტეტში აღნიშნული აქციით უკვე 40-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

ლენა მიქელაძე, პაციენტი:

-ძალიან კმაყოფილები ვათ ამ აქციით, მადლობა ყველას ვინც ჩვენზე იზრუნა, მე გამომიკვლიეს, დღეს კი ოპერაცია ჩამიტარდება და ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას.

ვალენტინა ავქოფაშვილი, პაციენტი:

-წითელ ჯვარში გავესინჯე, აღმოჩნდა რომ ორივე თვალზე მაქვს პრობლემა და დღეს ვიკეთებ ოპერაციას. მადლობა ჯავრიშვილის კლინიკას და ხელისუფლებას ასეთი კეთილშობილური აქციის ჩატარებისთვის.

მალხაზ სანიკიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების უფროსი :

-ჯავრიშვილის სახელობის თვალის კლინიკიდან დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩაატარებდნენ კვლევებს და ოპერაციებს, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდებოდა პენსიონერებზე. ჩვენ ამ კეთილშობილურ საქმიანობას ვუწევთ კოორდინაციას, მართლაც პირნათლად შეასრულეს თავისი საქმე.

ჟანა ცაბაძე, კლინიკა „ოფთალმიჯის“ ქვემო ქართლის რეგიონალური მენეჯერი:

-აქცია შესაძლებელია გავაგრძელოთ თუ იქნება მოსახლეობის მხრიდან ამის საჭიროება. გუბერნია და მუნიციპალიტეტი მხარში გვიდგას და ჩვენც არ ვართ წინააღმდეგი, რადგან ეს ყველაფერი კეთდება ხალხისთვის. გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი პრობლემებია, რომელიც ამ ეტაპზე მოგვარებადია.


Share.

Comments are closed.