ბოლნისში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს

0

13906681_1841877392713384_8632328778141528273_nრუსეთ-საქართველოს ომიდან რვა წელი გავიდა, რამდენიმე დღიან ომს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასეულობით ადამიანი საკუთარ მიწა-წყალზე დევნილად იქცა. აგვისტოს მოვლენებს ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2008 წლის მოვლენების დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და მათი საფლავები გვირგვინით შეამკო.
სოფელ დისველში მცხოვრები ასლან შაინიძე სოფელ რატევანში მცხოვრები ნოდარ დევნოზაშვილი და ტანძიელი საბა დადვანი, უჭირთ ოჯახის წევრებს მათ გარეშე განვლილი წლების გახსენება თუმცა ამაყობენ, რომ მათ თავი სამშობლოს კეთილდღეობას შესწირეს. ისინი ჩვენი დროის გმირებად იქცნენ.
ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კი 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყო.


Share.

Comments are closed.