ჟურნალისტის ფერადი წამოწყება – ბოლნისელი ახალგაზრდები ერთი შემოქმედისთვის

0

13925586_1664291480558312_1082112749426822293_oRozi’s Corner-მა მოგიწვიათ გვერდის მოსაწონებლად…

თვალწინ ფერად-ფერადი, მაქმანებითა და ორნამენტებით გაფორმებული ნივთები ამიფრიალდა. ულამაზესი, ხალისითა და სიმყუდროვით სავსე ფოტოები …

ფოტოგრაფი: მარიამ ჭილაია
ფოტომოდელები: მეგი ნონიაშვილი და გიგა ლაზარეშვილი

13872882_1102615376479347_2575117507667106258_n

13876285_1656836177970509_9143269705202620040_n 13767372_1656849824635811_6494699752970797097_o 13735612_1656849827969144_8888284187453790847_o 13692867_1656849817969145_6098660677973360450_o 13692787_1656831957970931_1020660722468480118_o

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, ბავშვობის გატაცება ჩემს საქმიანობად მექცია. ოჯახის წევრებს ვუთხარი, საკერავი მანქანა უნდა ვიყიდო და ლამაზი, განსხვავებული ბალიშები შევკერო- მეთქი. იდეა სხვადასხვა მიზეზთა გამო დამიწუნეს. მიუხედავად ამისა დედამ ძალიან მთხოვა, მე გიყიდი, ჩათვალე შენი „მზითვია“ (ეღიმებოდა), წინათ ასეთი ტრადიცია იყო- დედას ახლადდაქორწინებული შვილისთვის საკერავი მანქანა უნდა ეჩუქებინაო. დავთანხმდი. (ყოველთვის გასახსენებლად მექნება ეს ამბავი).

სახლში მომიტანეს. მუყაოს ყუთში იდო მჭიდროდ შეფუთული. გავხსენი. ვიზუალურად მომეწონა. თეთრია.

მაშინ 6 ივნისი იყო. ქორწინებიდან ერთი წელი შემისრულდა ამ დღეს. ჩემი გიუ სახლში რომ მოვიდა მთხოვა, ჩავრთოთ, არ გაინტერესებს როგორ მუშაობსო?! არადა, გვეჩქარებოდა სახლიდან გასვლა. მაინც ჩავრთეთ. არ ხმაურობდა და გამიხარდა. ვიფიქრე, ჩემი მუშაობით სხვას არ შევაწუხებ-მეთქი.

13996278_1667130396941087_2733585522035235104_o

ჩემი მარჯვენა ხელია. მას შემდეგ ვქმნი რაღაცებს მისი დახმარებით. ხელჩანთის შეკერვაც მოვსინჯე და გამოვიდა.
დიდ სიამოვნებას მანიჭებს ქსოვილებთან ურთიერთობა. თურმე, რაც ბავშვობაში გიტაცებს და გულს გიხარებს, ყველაზე ახლოსაა შენთან. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ნამდვილად დიდი წარმატების და ბედნიერების მომტანი ჩემთვის. ასეთივე ბედნიერება, ხალისი და სიმშვიდე მინდა მოუტანოს ჩემმა ნივთებმა ადამიანებს.

მე გახლავართ როზი. 26 წლის. დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ვმუშაობ ბოლნისის პირველადი ჯანდაცვის ცენტრში პიარ მენეჯერის პოზიციაზე. სულ რამდენიმე თვეა ტექსტილის დიზაინით დავინტერესდი.“ –  ერთი ამოსუნთქვით რომ იკითხება ისეთი მონათხრობია…

ერთ პატარა აქციაში ყველამ თავისი საქმე გააკეთა, მარიამ ჭილაიამ არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო, რომელშიც მოდელებმა მეგი ნონიაშვილმა და გიგა ლაზარეშვილმა Rozi’s Corner-ის (როზი დევნოზაშვილის შექმნილი) პროდუქცია წარმოადგინეს.

რა შეიძლება თქვა იმაზე მეტი ვიდრე ფოტოებზეა აღბეჭდილი, ლამაზია… და ამ სილამაზეში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პროდუქტს ბოლნისელი ახალგაზრდა ქმნის და ასევე ბოლნისელი ახალგაზრდები ეხმარებიან მის წარმოჩენაში…

ერთი შეხედვით, როგორც რიგითმა დამთვალიერებელმა ყოველივე ეს ერთ პროექტად აღვიქვი და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ოთხივეს ერთად გავსაუბრებოდი და ცოტა მეტი მომეყოლა მათ შესახებ.

13392146_1079610635440090_1821596833565380577_oროზი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან საინტერესო მოსაუბრეა:

– ბავშვობაში არდადეგებზე ვკერავდი ხოლმე რაღაცებს. დედა და მამა  მუშაობდნენ, ამიტომ სახლში ხშირად მიწევდა მარტო ყოფნა. არ ვიწყენდი. აუცილებლად გამოვძებნიდი ხოლმე რაიმეს. ხან ვკითხულობდი, ხან კი ხელსაქმით ვიყავი დაკავებული. თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელს. ერთხელ მახსოვს ერთ თოჯინას ლეიბი, საბანი და ბალიშიც შევუკერე. მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, რომ დავბრუნებოდი ჩემს გატაცებას, ვიდრე 2 წლის წინ  მე და გიომ ოჯახის შექმნა არ გადავწყვიტეთ და დავგეგმეთ, რომ ბინა შეგვეძინა, ჩვენი კუთხე უნდა გვქონოდა.  სწორედ მაშინ  ბინის ინტერიერზე ფიქრისას მომივიდა აზრი, რომ კედლის დეკორაციები შემექმნა. ბებოს ძველი რუსული ქსოვილები გვქონდა სახლში. ამოვაწყვე ყველა და დეკორაციები გავაკეთე. დღეს ჩვენი ბინის ოთახების კედლების განუყოფელი ნაწილია თითოეული მათგანი. მათ გარეშე, მგონია, რომ მყუდროდ და მშვიდად ვერ ვიგრძნობ სახლში თავს. ბოლო ნახევარი წელიწადია, აქტიურად ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეიძლება იყო ადამიანი ბედნიერი. ჩემი პირადი ცხოვრება დავალაგე ისე, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, ბედნიერი ადამიანი ვარ. მყავს მეუღლე, რომლისგანაც ერთგულებას, ზრუნვას და ჩემდამი ნდობას ვგრძნობ. მისთვის წარმოუდგენელი და შეუძლებელი არაფერია ჩვენი სიყვარულისთვის. ამის გამო ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ჩვენი ცხოვრების შენებას. რაც ყველაზე მეტად მახარებს, გიოს ძალიან მოსწონს ის, რასაც ვაკეთებ და ეს ერთიორად მმატებს ძალას და ენერგიას. დიდი მოტივაციაა ეს ჩემთვის. ერთადერთი კი, რის ნაკლებობასაც განვიცდი და მაღელვებს, საკუთარი თავის სწორი მიმართულებით რეალიზებაა. მგონი, მივაგენი და  ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებ ამ კუთხით. მინდა განვითარება და თავისუფლება იმ გაგებით, რომ ჩემი იდეების, სურვილების განხორციელება შევძლო. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის, რის გამოც მე და გიო პატარაზე ვერ ვფიქრობთ ჯერ-ჯერობით. ჩემი აზრით მე თუ არ მივაღწევ ამ თავისუფლებას და პერსპექტივას არ დავინახავ, მე ღირსეული დედა ვერ ვიქნები. თავისუფალი და ბედნიერი ხარ მაშინ, როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს და გსიამოვნებს. თუკი ეს ორი კომპონენტი არის, ამას დავუმატოთ მუდმივად სიახლეების ძიება, მიზანდასახულობა და წარმატება გარდაუვალია. მე მჯერა დიდი წარმატების. ამ ყოველივეზე ფიქრისას, მივედი იმ დასკვნამდე რომ ინტერიერის დიზაინი იყო ის სფერო, რაც ჩემთან ძალიან ახლოსაა. ამასთან ის ცოდნა რაც მე კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლამ მომცა, დამეხმარება ჩემი საქმიანობის გამართვაში. ძალიან დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, როცა რაღაც ხელშესახებს ვქმნი. გულში ზეიმია ხოლმე ნებისმიერი ნივთის დასრულებისას საბოლოო შედეგის დანახვა. აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც გავაკეთე და ვაკეთებ. არა იმიტომ რომ, იდეალურია ყველაფერი. უბრალოდ იმიტომ რომ ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოსაა.  დარწმუნებული ვარ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ასევე მოიხიბლებიან და დაინტერესდებიან ჩემი პროდუქციით.

13680403_1648323278821799_5623515672366479_o 13592264_1643078729346254_496916988320150804_n 13575817_1644067785914015_4223352879244316274_o 13568871_1643079972679463_7940738177275098492_o 13559055_1643128646007929_2209817157585160858_o

– ეს იქნება მხოლოდ ჰობის დონეზე თუ პროფესიულად აპირებ ცოდნის გაღრმავებას?

– დიდი სურვილი მაქვს, ტექსტილის დიზაინის სამაგისტრო პროგრამა გავიარო და ის რაც ამ ეტაპზე მხოლოდ ჩემი ხედვით და ხელებით გამომდის, მომავალში თეორიული ცოდნითა და პროფესიონალიზმით გავამყარო.

– მანამდე რა გეგმები გაქვს?

– აგვისტოს თვეში მინდა, რომ ჩემი ნივთები Etsy.com-ზე განვათავსო. ეს არის ამერიკული ონლაინ პლათფორმა, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუძლიათ ადამიანებს, იყიდონ და გაყიდონ უნიკალური ნივთები. 1.6 მილიონ აქტიურ გამყიდველს აქვს ამ პლატფორმაზე მაღაზია და 25 მილიონი მყიდველი ყავთ მათ მთელ მსოფლიოში.  ვფიქრობ,  ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა  ჩემი წამოწყებისთვის.

– ეხლა კი რაც შეეხება ძალიან ლამაზ ფოტოსესიას, საიდან წამოვიდა იდეა, რომ პროექტში ჩაგერთო უნიჭიერესი ბოლნისელი ახალგაზრდები?

– მარიამის ფოტოები ვნახე facebook-ზე. გოგონები გადაიღო ბუნებაში. ძალიან მომეწონა და ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ ჩემს ხელნაკეთ ნივთებსაც გადავიღებდით ბუნებაში. მივწერე მარიამს და დამთანხმა. იმ გოგონებს შორის მეგიც იყო. ძალიან მომწონს მეგის ფოტოები. ჩემი აზრით ძალიან ფოტოგენურია. ამიტომ მოდელებზე ბევრი არ მიფიქრია. გიგას და მეგის შევეხმიანე და მათგანაც თანხმობა მივიღე.

13260119_564879883692873_4837113379928558231_n საინტერესო, მრავალმხრივი და შემოქმედებითია მარიამ ჭილაია, ნაზ და დახვეწილ გარეგნობაში ერთად არის თავმოყრილი რამდენიმე მიმართულების პოტენციალი.

–  დავამთავრე თსუ ქართული ფილოლოგია (საგამომცემლო განხრით), შემდეგ GIPA პიარი და ღონისძიებათა მენეჯმენტი, შემდეგ დავამთავრე ისევ GIPA ფოტოგრაფიის სასერთიფიკატო კურსი, ახლა ვსწავლობ თეატრალურში, მაგისტრატურაზე, ტელემედიის ფაკულტეტზე. ვმუშაობ ძირითადად ფოტოგრაფიის კუთხით.

– თითქოს მონათესავე პროფესიებში გაქვს განათლება მიღებული, თუმცა მაინც განსხვავებულებში, ჯერ ისევ ეძებ თუ უკვე აარჩიე სად იქნები?

– ფოტოგრაფიას და ჟურნალისტობას პარალელურად ვაპირებ. ფოტოჟურნალისტიკა კი საერთოდ დამხატავს.

– ამჟამად თუ ხარ დასაქმებული და რა სფეროში?

– კი დასაქმებული ვარ, ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული, ვიღებ შეკვეთებს და სხვადასხვა გამოფენებში და ღონისძიებებში მონაწილეობას. მათ შორის წელს ქოლგა თბილისი 2016 ში.

– ვნახე შენი სამი საკონკურსო ფოტო, თუ ჰქონდა რომელიმე მათგანს წარმატება?

– ეგ შესარჩევი ტურით გავიდა ქოლგაზე, საგამოფენო იყო და რაღაც მცირედი პრიზები გვქონდა. ისე სხვა კონკურსებში გამიმარჯვია 🙂

13765752_1656849921302468_5660312547933874096_o გიგა ლაზარეშვილი ფართო მასებისთვის ცნობილი ერთ-ერთი კონკურსით გახდა, რომელმაც წარმატება მოუტანა.

–  ვსწავლობ სასულიერო სემინარიაში ხატწერა- რესტავრაციის ფაკულტეტზე.. ვარ მხატვარი, ასევე მოდელი…ვმუშაობ, მოკლედ ბიზნესმენი კაცი ვარ …

– რა მიმართულების ბიზნესში ხარ?

– ქორწილების ორგანიზებას ვაკეთებ. ასევე სოფლის მეურნეობაში ვარ ჩართული, მოგზაურობით ვარ დაკავებული.

– ხატვისთვის თუ გრჩება დრო?

–  არა, ჯერჯერობით გაჩერებული ვარ, სანამ ახალ სახლში არ გადავალ… სახელოსნოს სახლში ვაკეთებ, სადაც მეტ დროს გავატარებ უქმეებზე.. თუ ჩავეშვი იმ სამყაროში და მუზამ შემაწუხა ბევრი რამის დათმობა მომიწევს…

– არ ფიქრობ, რომ მაგ მუზის წყალობით შესაძლოა გაცილებით ღირებული რამ შექმნა, ვიდრე სხვა დანარჩენი შენი საქმიანობისგან?

– კი მაგაზე ხშირად მიფიქრია… ამჟამად ია კიწმარიშვილის მოდელი ვარ.. რამდენიმე სარეკლამო რგოლშიც ვარ. მეორე ხარისხოვანია ეგ სფერო ჩემთვის, შეიძლება ითქვას მესამე ხარისხოვანიც…ამის გარდა სხვა ბევრი საქმე მაქვს, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვანია.. მოდელობა დროებითია…

13411748_572036162977245_4475097690724755248_o

მეგი ნონიაშვილი პროფესიონალი მოდელი არ არის და არც უახლოეს მომავალში აპირებს აღნიშნული მიმართულებით განვითარებას, ობიექტივის წინ მეგობრულად, მეგობრების საქმისთვის პოზირებს. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტი, მუშაობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გაყიდვების მიმართულებით.

როზი, მარიამი, მეგი, გიგა – ოთხივე ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან (მთხოვეს აუცილებლად აღმენიშნა). ერთი შეხედვით ყველას თავისი საქმე აქვს, ასაკის მიუხედავად საკმაოდ წარმატებულებიც არიან და რეალიზებულებიც. თუმცა, არცერთი მათგანი საყვარელი საქმიანობით მშობლიურ ქალაქში არ აქტიურობს.

 არ არის ბოლნისი განებივრებული ნიჭიერი ახალგაზრდებით, უფრო სწორედ თუ ვინმე რამეს მიაღწევს მაშინვე გარბის ბოლნისიდან, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ რაიმე კუთხით თქვენი საქმიანობა დაუკავშიროთ მშობლიურ ქალაქს?

მარიამი: დიდი სიამოვნებით, მაგრამ ჯერ არ ვიცი, მაგაზე ვერ ვფიქრობ, დრო არ მაქვს…

გიგა: მე არა

– რატომ გიგა?  მაგალითად, ქორწინების ორგანიზების კუთხით ნიშა ბოლნისში რამდენადაც ვიცი აუთვისებელია და თბილისიდან იწვევენ სპეციალისტებს…

გიგა: სანამ რიტუალებს არ გაარემონტებენ არ გავაკეთებ

– როზი, ხომ არ გიფიქრია რომ შენი პირველი მაღაზია-სალონი გახსნა ბოლნისში?

როზი: არა, ბოლნისზე არ მიფიქრია. ზოგადად, ვფიქრობ რომ ჩემს ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა ნაკლებად იქნება საქართველოში.

– რატომ?

როზი: ქართველი მომხმარებელი ჩემი აზრით არ არის მზად ამ სახის პროდუქციის მისაღებად.

მეგი: ბოლნისში მეეჭვება რამემ იმუშაოს და გაამართლოს სამწუხაროდ  

– მარიამ არ გქონია ბოლნისში რაიმე კონტრაქტი, ან საქორწილო ფოტოსესიის ან რაიმე ღონისძიების?

მარიამი: ბოლნისში არა, მარნეულში მქონდა, ძირითადად თბილისში მაქვს

– არიან ბოლნისში თქვენი საქმიანობის შესახებ ინფორმირებულები? გიგა იციან რომ შენ ქორწილებს უკეთებ ორგანიზებას? ან მარიამი რომ მაგარ სურათებს იღებს, ან როზი რომ ლამაზ რამეებს აკეთებს?

მარიამი: ჩემზე უფრო ახლახანს გაიგეს…

როზი: ცნობადობა ძალიან ბევრს ნიშნავს, ამიტომ ვამბობ, რომ დრო მიჩვენებს ყველაფერს. ჰიპოთეზის დონეზეა ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. მე რომ ფინანსური რესურსი მქონდეს, კვლევას ჩავატარებდი და დროს არ დაველოდებოდი, თუმცა ამის გაკეთებას ვერ ვახერხებ.

– ჩემი აზრით, მომხმარებლის ინფორმირება სერიოზული პროგრესისკენ წაგვიყვანს და ის კომპლექსი, რომ აი თუ თბილისში გადაიხდი ქორწილს მაგარი ხარ, ნელ-ნელა წარსულს ჩაბარდება. აღფრთოვანებული დავრჩი როზის ხელმოწერის ცერემონიალით

როზი: ჰოოო, ჩემი ხელმოწერის ცერემონიალით მეც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

– საუკეთესო იდეა იყო საბას სახლ-მუზეუმის ეზოს გამოყენება

როზი: შვედური ქორწილების ვებ-გვერდს წავაწყდი და იქ მომივიდა იდეა ამასთან დაკავშირებით.

– და მსგავსი ადგილები ძალიან ბევრი გვაქვს …

როზი: ჩემი და გიოს სიყვარულის ამბავი მაგედან დაიწყო და სიმბოლურად ავარჩიეთ ეგ ადგილი…

13340152_1079609622106858_1651973645614205443_o 13317003_1079610485440105_1687325452571308788_o

საუბარი შემოქმედ ადამიანებთან დაუსრულებლად შეიძლება.. სასიამოვნოა რეალიზებული ნიჭის ყურება, მითუმეტეს თუ ის ესთეტიკურად ლამაზი და მიმზიდველია… ყველაზე დიდი მიღწევა კი ცხოვრებაში, საყვარელი საქმის კეთებით მიღებული წარმატებაა, წარმატება, რომელიც ხან დედის ნაჩუქარ „მზითს”, ხან მეუღლის სითბოს, ხან კი მეგობრების ერთობას მოაქვს

„მინდა იქამდე მივიდე, რომ შევქმნა ჩემი სავაჭრო ნიშანი, რაც დამკვიდრებაში დამეხმარება და სხვა ნიშნებისგან გამომარჩევს“, – Rozi’s Corner – წარმატებები!!!


Share.

Comments are closed.