სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გაქცეული პატიმრის ფოტოს ავრცელებს

0

ო.ვსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვს ფოტოზე აღბეჭდილი პირის – ოთარ ბადრის ძე ვარამაშვილის სავარაუდო ადგილსამყოფელის შესახებ, დაგვიკავშირდნენ სატელეფონო ნომრებზე – 032 2 75 23 85,    577 28 25 19.

ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების  ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა.


Share.

Comments are closed.