სამხარეო ადმინისტრაციაში პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირებაზე ისაუბრეს

0

14203243_1797039267185992_2636023902191285776_nპირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკოორდინაციო კომისიის სხდომა ქვემო ქართლის რეგიონში
5 სექტემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციაში პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკოორდინაციო კომისიის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. სხდომას რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, მათ შორის უმთავრესი იყო რეგიონში მეცხოველეობის (ცოცხალი პირუტყვის) ბაზრის მოწყობის პერსპექტივები. სხდომის მონაწილეებმა არსებული რეალობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ქვემო ქართლის მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების წინაშე რეგიონისთვის მეცხოველეობის ბაზრის მნიშვნელობაზე შესავალი სიტყვით წარდგა მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის გუნდის ლიდერი ჰელენ ბრადბერი. თემატური პრეზენტაცია გამართა საქართველოში აღნიშნული პროგრამის წარმომადგენელმა მაია მოსიაშვილმა.

14225469_1797039487185970_7914119531331120685_n

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის გუნდის წარმომადგენლებმა კომისიის წევრების კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

პირუტყვის დაავადებების კონტროლისა და კატასტროფების რისკის შემცირების საკოორდინაციო კომისიის სხდომას ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი და სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.


Share.

Comments are closed.