ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი სოფელ დისველიდან

0

2016-10-02_213208ეკომიგრანტებით დასახლებულ პატარა სოფელ დისველში რამდენიმე წელია ,,ქალთა სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივი დისველი ‘’არსებობს და სხვადასხვა სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს. საწარმო ყოველდღიურად 600 ლიტრზე მეტ ადგილობრივი და მიმდებარე სოფლების მოსახლეობისგან ყიდულობს. ყოველ მეორე დღეს კი 150კგ წარმოებულ პროდუქტს ქვეყნის მასშტაბით არსებულ  ბაზრებში უკეთებს რეალიზებას.

საწარმოს მშენებლობა რძის ეროვნულ მწარმოებლთა ასოციაციის ,,რემა’’-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 200 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან შეიძინეს და დაახლოებით 125კვ.მეტზე თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი რძის გადამამუშავებელი საწარმო ააშენეს. სადაც წილი ხუთმა ადგილობრივმა მეწარმემ ჩადო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საწარმო უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და მდინარე ხრამის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლებიდან ყიდულობს რძეს, ამიტომ თითოეული პროდუქტი ბიოლოგიურად დაცული და სუფთაა. საწარმოში ყოველდღიურად რამდენიმე კილოგრამ -სულგუნს,იმერულს,წნულ ყველს,ხაჭოს, არაჟანს, კარაქსა და ყურუთს ამზადებენ.

კოოპარატივის წევრებს სხვადასხვა სახეობის ყველის დამზადებაში მასტერკლასი ქართული ყველის მწარმოებლებმა ჩაუტარეს. ამ კუთხით საწარმო მაისში გაკეთებულ ყველს აძველებს, რომელიც ახალი ტექნოლოგიით გამოყავთ. დასაქმებული ქალბატონები კმაყოფილები არიან საწარმოს მუშაობით და მომავალში რძის წარმოებას უფრო დიდი რაოდენობით გეგმავენ,რადგან ამისათვის მათ ყველანაირი რესურსი გააჩნიათ. კოოპერატივი ,,დისველი“ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლისთვის ემზადება, რაც ხელს შეუწყობს ეკომიგრანტების სოციალურ თუ ეკონომიკურ განვითარებას. სურსათის უვნებლობის სამსახურში გადაგზავნილი პასუხების დასტურის შემდეგ საწარმოს საკუთარი ლოგო ექნება, რითაც როგორც საქართველოს დიდ სუპერმარკეტებს, ასევე საერთაშორისო ბაზარსაც  სუფთა პროდუქციით მოიცავს.


Share.

Comments are closed.