განათლების ახალი სტანდარტები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

0

14970920_570086379859379_1047248287_oსკოლამდელი აღზრდის  ახალი კანონპროექტის თანახმად, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 8 ივნისიდან შევიდა, შემუშავდა განათლების ახალი სტანდარტები, რომლის გათვალისწინებითაც საბავშვო ბაღის პედაგოგებს სჭირდებათ გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება სტანდარტების შესაბამისად. საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლებმა, სწორედ ამასთან დაკავშირებით №1 ბაღში, მუნიციპალიტეტში შემავალი ყველა ბაღის 5-6 წლიანი და შერეული ჯგუფების პედაგოგებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა, რომელიც მიზნად ისახავს პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლებას.

ოლღა მუსხელიშვილი, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენელი:

-აღნიშნული ტრენინგი ემსახურება პედაგოგის გადამზადებას სტანდარტების შესაბამისად. მოგეხსენებათ საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ ბაღების ავტორიზაცია, იმისთვის რომ ბაღი იყოს ავტორიზებული. მისი პედაგოგის კვალიფიკაცია უნდა იყოს სტანდარტთან თანხვედრაში. აღსანიშნავია ისიც, რომ 1 აპრილიდან აღმზრდელს, აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი მიენიჭება.

ლელა გოგმაჩაძე, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსი:

-როგორც ვიცით მიღებული იქნა ახალი კანონი სკოლამდელი აღზრდის შესახებ. „კივიტას გეორგიკას“ წარმომადგენლები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი სტანდარტის დამუშავების პროცესში და მათ კარგად იციან თუ რა შედეგებზე გაგვიყვანენ. ამ ტრენინგის მიზანი და თემაა სწავლის ხარისხის ამაღლება სკოლამდელ დაწესებულებებში,  რომ ჯგუფებში მუშაობა იყოს მაღალეფექტური, რაც გაგვიყვანს იმ შედეგზე, რომ ბავშვი სკოლაში წასვლისას იყოს სრულად მზად სასწავლო პროგრამის ასათვისებლად.


Share.

Leave A Reply