№1 საჯარო სკოლაში ლექცა-სემინარი ჩატარდა

0

15146634_1140623662719041_1494766925_oპროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ კვლავ აქტიურად აგრძელებს შეხვედრებს მაღალი კლასის მოსწავლეებთან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს ბოლნისის პროკურატურის პროკურორი №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და პროკურატურის როლსა და ფუნქციებზე  ლექცია-სემინარი გამართა.   შეხვედრაზე განხილული იყო ასევე ისეთი საკითხები როგორიცაა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, 16 წელს მიუღწეველთა სქესობრივი კავშირი და სხვადასხვა სახის სამართალდარღვევები. შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ლუკა გამყრელიძე, ბოლნისის პროკურატურის პროკურორი:

-ეს პროექტი 2006 წლიდან ხორციელდება საქართველოს მასშტაბით  და მისი მიზანია ახალგაზრდები მეტად იყვნენ ინფორმირებულები  რა არის დანაშაული  და როგორ აირიდონ თავიდან მისი შემთხვევები. ასევე ვაცნობთ მათ პროკურატურის როლსა და ფუნქციებს.

პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ მომდევნო კვირას №5 საჯარო სკოლაში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას.


Share.

Comments are closed.