„საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა №5 საჯარო სკოლაში გაიმართა

0

15292703_1157680741013333_1844617401_oპროექტის ფარგლებში №5 საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეებს ბოლნისის პროკურატურის პროკურორი შეხვდა.  შეხვედრაზე განხილული იყო  ისეთი საკითხები, როგორიცაა 16 წლამდე ასაკში სქესობრივი კავშირი და ოჯახში ძალადობა. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

„ორივე თემა საკმაოდ აქტუალურია ბოლო პერიოდში,  გამომდინარე აქედან, ვფიქრობ  საზოგადოებამ არც კი იცის, რომ მსგავსი ქმედებების ჩადენა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით. ამიტომ უნდა იცოდნენ რა სახის დანაშაულთან აქვთ საქმე. მსგავსი სახის შეხვედრების მიზანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება“, – განაცხადა ბოლნისის პროკურატურის პროკურორმა ლუკა გამყრელიძემ.

პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ 2006 წლიდან ხორციელდება, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებაში პროკურატურის მიმართ ნდობის ამაღლება და ა.შ. ამ კუთხით პროკურატურა ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის აქტივობებს ახორციელებს.  საინფორმაციო, ინტელექტუალური და სპორტული აქტივობები 2017 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

15292838_1157674001014007_1830411855_o

 


Share.

Comments are closed.