საინფორმაციო შეხვედრა მოქმედ ვეტერინარებთან

0

15322364_1163957773718963_1082882350_o დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის რეგიონში კერძო ვეტერინარიის განვითარების მიზნით, მოქმედ ვეტერინარებისთვის პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითად მიზანს,  სამიზნე რეგიონებში ვეტერინართა ასოციაციის ჩამოყალიბება და ფერმერთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტი ასევე ითვალისწინებს თანამედროვე ვეტერინარული სერვისით მომსახურებას.

იოსებ ხომიზურაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რეგიონალური კოორდინატორი:

-ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანია შეიქმნას  ვეტერინართა რეგიონალური ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო ვეტსექტორის განვითარებას პროფესიონალური ნიშნით და საშუალებას მისცემს ვეტერინარებს ფეხი აუწყონ ევროპულ სტანდარტებს.

15368725_1163954817052592_1752957225_o


Share.

Comments are closed.