ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

0

15590898_1126222937476791_9180577698299318347_o15 დეკემბერს, ბოლნისის ახალ მუზეუმში მიმდინარე  სარემონტო სამუშაოები, რომელიც  „არემჯის“ სრული ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, დაათვალიერეს როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად. სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია სტუმრებს წარუდგინეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, რომლებმაც შენობის სამომავლო მნიშვნელობასა და მასშტაბურობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ბოლნისის მუზეუმი იქნება ქვემო ქართლში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც მოეწყობა გამოფენები და სხვა და სხვა კულტურულული ღონისძიებები. მუზეუმი ასვე შესრულებს ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც მოეწყობა მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.

ბოლნისის ახალი მუზეუმის არქიტექტურული პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების ხარჯები სრულიად დაფარა კომპანია „არემჯიმ“, რომელიც კვლავ გააგრძელებს შემდგომი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს.

ბოლნისის მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც 2016 წლის მაისში დაიწყო, მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.


Share.

Comments are closed.