ბოლნისის მოსახლეობას ალადაშვილის სახელობის კლინიკაში უფასო გამოკვლევა ჩაუტარდება

0

01-img_4360_800x600_4ალესანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის უფასო ჰუმანიტარულ აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო. გამოკვლევები ორ ეტაპად 17 და 24 დეკემბერს ჩატარდება. ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, ხვალ თბილისში 55 ადამიანი გაემგზავრება, სადაც მათ უფასოდ ჩაუტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები. ალადაშვილის სახელობის კლინიკა მსგავსი სახის აქციებს საქართველოს მააშტაბით ყველა მუნიციპალიტეტისთვის მართავს, რომლის მიზანია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა.

„ბოლნისის მოსახლეობას სრულიად უფასოდ მიიღებს  თერაპევტის, კარდიოლოგის, გინეკოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგიის, ალერგოლოგის, ონკოლოგის, ვენეროლოგის და ქირურგის  კონსულტაციებს, ასევე ულტრასონოგრაფიულ, რენტგენოლოგიურ და ლაბორატორიულ კვლევებს. მსგავსი სახის აქცია უკვე ჩატარდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის“,- აღნიშნა კლინიკის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო შარაშენიძემ.


Share.

Comments are closed.