როგორ ვებრძოლოთ საზოგადოებრივ მემინდვრიას

0

15658186_1201347946581717_1113493900_oსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ფილიალის მთავარი სპეციალისტი ლია ბეჟანიშვილი მოუწოდებს   ქვემო ქართლში მცხოვრებ ყველა ფერმერს, რომ ზედმიწევნით   გაითვალისწინონ ყველა  ქვემოთ მოყვანილი პრობლემა, რაზეც bolnisi.ge-თან ისაუბრა:

-მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო იმ არსებული აქტუალური პრობლემის შესახებ, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტში დგას, ეს მთელს ქვემო ქართლში გავრცელებული  მავნე მღრღნელებია და წელს განსაკუთრებით ბევრია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია მღრღნელების ერთ-ერთი საშიში სახეობა საზოგადოებრივი მემინდვრია. გარდა იმისა, რომ ანადგურებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, სათიბ-საძოვრებს, მრავალწლიან მცენარეებს, ასევე შედის სახლებში და ანადგურებს ოჯახში არსებულ სურსათ-სანოვაგეს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაცაა, ის საშიში ინფექციური დაავადების, „შავი ჭირის“ გადამტანია.

მასთან ბრძოლა გაძნელებულია იმიტომ, რომ საკმაოდ ფრთხილი მავნებელია, ფრთხილად ეკიდება  მოშხამულ მოსატყუარ მასალას. ჩვენ შეიძლება დავამზადოთ ეს მოშხამული მასალა, მაგრამ მან არ შეჭამოს, რადგან მთელი რიგი ნიუანსებია გასათვალისწინებელი.

წელიწადში „საზოგადოებრივი მემინდვრია“ იძლევა 4-18 ნაყარს, ამიტომ ეს საოცრად მალე მრავლდება. განსაკუთრებით ფრთხილები არიან მაკე მდედრები, რადგან ისინი ყველანაირ საკვებს ერიდებიან,ბრძოლის ღონისძიება უნდა ჩავატაროთ სწორედ მაშინ, როდესაც მაკე მდედრები არ გვხვდებიან, ეს პერიოდი არის ადრე გაზაფხული და გვიანი შემოდგომა. აღსანიშნავია ისიც, რომ არც წყალს სვამს და მწვანე მცენარეების ღეროთი იკვებება. ცხელ პერიოდში საერთოდ არ გამოდის სოროდან, მხოლოდ საღამოობით გვხვდება,  გაზაფხულზე და შემოდგომაზე სულ იკვებება. ერთ თაგვს შეუძლია დააგროვოს 18 კგ. საკვები ნივთიერება. გამოირჩევა რთული სოროს მოწყობის პრინციპით. რადგან მავნე მღრღნელებთან ბრძოლა არ შედის სახელმწიფო პროგრამაში, ამიტომ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, ვებრძოლოთ, ოღონდ ჭკვიანურად. ამ წუთში ყველაზე ეფექტურია მოხამულ-მოსატყუარი მარილი, რომელიც მზადდება თუთიის ფოსფიდით.

მოსახლეობას ვთავაზობთ რეცეპტს, სადაც ყველა პრინციპი ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული.

1.მარცვლეული ათი კილოგრამი (ხორბალი, ქერი ა.შ.)

2.თუთიის ფოსფიდი 250 გრ.

3.საჭმელი ზეთი, სუნიანი 300 გრ.

4.შაქარი 200-400 გრ.

მარცვლეული წინასწარ შევურიოთ ზეთს დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები. ეს  მნიშვნელოვანი და სწორი მომზადებაა. შემდეგ სპეციალური ჯოხით 5-10გ წამალი ჩავუშვით თაგვის სოროში და დავტკეპნოთ, რათა დავიცვათ სხვა ცხოველები. რომელი ფერმერიც შეწამლავს თავის ფართობს, უნდა გააკეთოს აბრა  „ფრთხილად შეწამლულია“, თუ ამას არ გააკეთებს, ეს დარღვევაა და ჯარიმდება.


Share.

Comments are closed.