საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გამართა

0

2017 წლიდან გადამხდელებისთვის ახალი საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილობრივ გადასახადის გადამხდელებს შეხვდნენ და ღია კარის დღის ფორმატში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა აუდიტორიას საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებზე ესაუბრნენ და მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესი „ესტონური მოდელი“ გააცნეს, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში და იურიდიულ პირებს შეეხება.

დავით მაისაშვილი, შემოსავლების სამსახურის, სამსახურების დეპარტამენტის მარნეულის სერვისცენტრის უფროსი:

-დღეს გვქონდა ადგილობრივ გადამხდელებთან შეხვედრა, რომლებსაც გავაცანით ეგრეთ წოდებული „ესტონური მოდელი“, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის კარდინალურად შეცვლას. ამიერიდან მოგების გადასახადის ანგარიშგება მოხდება ყოველთვიურად, რომელიც აქამდე ყოველწლიურად ხდებოდა, აღნიშნული მოდელი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებას.


Share.

Comments are closed.