ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მასშტაბური დასუფთავების კამპანიის ფარგლებში, მორიგი აქცია გაიმართა

0

შპს ,,კომუნალური მეურნეობის” თამანშრომლებთან ერთად სოფელ რატევნის მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულება ბოლნისის სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი“-ს წარმომადგენლებმა დაასუფთავეს. ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამგებლის ბრძანებით N99 შექმნილია სამუშაო ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების ღონისძიებათა მონიტორინგის განხორციელების მიზნით. სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილია გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელები პერმანენულად გაიწმინდება.


Share.

Leave A Reply