ნატო მიქელაძე პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

0

გობელენი, ბატიკა, გუაში, ტუში, ბუნებრივი მასალა და ახლა კვილინგი, დეკორატიულ-აბსტრაქტული ნამუშევრები,  მხატვარ ნატო მიქელაძის თვალით აღქმულ გარემოზე გვიამბობს. იდეა ტილოზე გადააქვს და საბოლოო ფორმას პოულობს. ადგილი, სადაც დროის დიდ ნაწილს შემოქმედებით საქმიანობას უთმობს სახელოსნოდ ქცეული სახლია, თავი საგამოფენო სივრცეში გეგონებათ, კედლებიდან გადმოსული ისტორიებით ივსები და მხატვრის სულიერ სამყაროში იწყებ მოგზაურობას. აქ მხატვარი დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობს.

ნატო მიქელაძის ნამუშევრები გამორჩეულია ინდივიდუალობით, არ უყვარს ჩარჩოში მოქცევა, ამიტომ მისი შემოქმედებაც მრავალფეროვანია, მხატვარი ცხოვრებას კვალდაკვალ მიჰყვება, ხატავს რაც მოსწონს, რაც ემოციებს,  იწვევს მასში.  მნახველზე შთაბეჭდილების მოსახდენად მხატვრის ერთ-ერთი ძლიერი საშუალება ფერია, როგორც თვითონ ამბობს, მის ნახატებში ღია, მხიარული ფერები სჭარბობს.

გარემოს მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სიახლის ძიების მოყვარულს უყვარს როცა ნახატი მალე სრულდება, თუმცა არასოდეს იცის მის ნამუშევარს საბოლოოდ  როგორი სახეექნება. აქტიური და ენერგიული ნატო მიქელაძე პერსონალური გამოფენისთვის ემზადება.


Share.

Comments are closed.