ბოლნისელი ფერმერების საყურადღებოდ!

0

ბოლნისელ ფერმერებს და კერძოდ მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ლია ბეჟანიშვილი: „ბოლნისელ მოსახელობას, ფერმერებს, რომელთაც მოჰყავთ კარტოფილი, მოვუწოდებ რომ თავიდან აიცილონ ისეთი დაავადებები, რომლებიც გადადის სათესლე მასალიდან (ფოთლების ალტერნარიოზი, ფიტოფტორიაზი, რიზოქტონიოზი, კარტოფილის ჭკნობა) აგრეთვე ნიადაგში მცხოვრები მავნებლები, რომლებიც აზიანებენ ტუბერებს და ღეროებს.  საფრთხე თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა დაითესოს საღი სათესლე კარტოფილი, უნდა შეიწამლოს თესვის წინ ისეთი პრეპარატებით, როგორიცაა  სელესტ ტოპი 0,4 – 1 ტონაზე. პრესტიჟი – 1 ლ 1 ტონაზე, პრემიუმი 1,3 – 1 ტონაზე.

საყურადღებოა პრეპარატი სელესტ ტოპი, რადგან იგი მოქმედებს როგორც სათესლე კარტოფილის დაავადებაზე, ისე მავნებლებზეც.

გასათვალისწინებელია ასევე სწორი რწყვის პრინციპიც, რწყვა დათესვიდან აღმოცენებამდე იწვევს ტუბერების ლპობას. რწყვას საჭიროებს აღმოცენებიდან ტუბერების ჩასახვამდე. არ არის საჭირო ზედმეტი ტენი, ეს აზიანებს კარტოფილს“.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვაკითხოთ სულხან-საბას №106.

ტელეფონი 591 91 48 55


Share.

Leave A Reply