სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ადგილობრივი კოოპერატივის წევრებს შეხვდა

0

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოოპერატივების წარმომადგენლებისა და ფერმერებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც ორი მიმდინარე პროგრამის (მეფუტკრეობა და მევენახეობა) განვითარებას ითვალისწინებდა. აღნიშნული სახელმწიფო პროექტი მოიცავს პროგრამაში ჩართული კოოპერატივებისთვის საჭირო ინვენტარით დახმარებას.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეებს, თანადაფინანსებით, ღირებულების 30%-ად გადაეცემათ სპეციალური აღჭურვილობა, მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა. ხოლო კოოპერატივმა საწარმო შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

ვახტანგ დვალაძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიზნობრივი პროექტების სამსახურის მთავარი სპეციალისტი:

-ეს სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს კოოპერატივებისთვის თანადაფინანსებით სპეციალური აღჭურვილობის გადაცემას, რაც შემდგომში განავითარებს, გააფართოვებს და შემოსავლების ზრდის საშუალებას მისცემს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ პირებს.


Share.

Leave A Reply