„შენი მომავალი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში“

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს რეგიონებში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „შენი მომავალი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის მოეწყო.

„პროექტი მოიცავს მოსწავლე-ახალგაზრდების დაინტერესებას იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც სთავაზობთ მათ ჩვენი აკადემია. ვფიქრობ, რომ აღნიშნული შეხვედრები გამოადგებათ აბიტურიენტებს მომავალი პროფესიული ორიენტაციის შერჩევის პროცესში. შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეებს ვაჩვენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის უახლესი ისტორიის ფაქტებზე დაყრდნობით 1921 წელთან დაკავშირებით მომზადებულ ფილმს“. – განაცხადა აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა ალავიძემ.

აკადემიასთან დაკავშირებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე: www.policeacademy.gov.ge


Share.

Leave A Reply