ბოლნისელები საგუნდო კოლექტივების კონკურსში მონაწილეობენ

0

საგუნდო კოლექტივების კონკურსი გაიმართა რუსთავში, რომელშიც ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ფოლკლორული და აკადემიური გუნდები მონაწილეობდნენ. ჟიურის წინაშე წარსდგნენ: ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლები „ბოლნისი“, „ალილო“, კაზრეთის ფოლკლორული ანსამბლი, ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლის აკადემიური გუნდი, ბოლნისის №1, №5 საჯარო სკოლებისა და  იოანე „ბოლნელის“ სახელობის სასულიერო სკოლის ფოლკლორული გუნდები.

„საკმაოდ შთამბეჭდავი და წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ ბოლნისელებს. კმაყოფილები ვართ ჩვენი მუნიციპალიტეტიდან სულ შვიდი გუნდი მონაწილეობს. დაველოდებით შედეგებს, რომელიც რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი ფინალური ტური კი თბილისში ჩატარდება“, – განაცხადა ბოლნისის საკლუბო, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების უფროსმა თეონა აბრამიშვილმა.


Share.

Leave A Reply