კონსტანტინე კორძაძემ, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებს 2017 წლის პროექტების გეგმა წარუდგინა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ,  საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებს 2017 წლის პროექტების გეგმა წარუდგინა. ასევე დეტალურად ისაუბრა მთელი წლის პირველ კვარტალში გამოვლენილ ხარვეზებსა და ახალ გამოწვევებზე.

კონსტანტინე კორძაძემ  2017 წლის დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან, 5 მილიონ ლარამდე განისაზღვრება.

კონსტანტინე კორძაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი:

– ანგარიშვალდებულები ვართ  კომისიის წინაშე წარვადგინოთ მთელი წლის ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა და დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი. 2017 წლის მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია, კერძოდ სახურავების რეაბილიტაცია, სასმელი წყალი და წყალკანალიზაციების პროექტები ითლება. ჩვენ მზად ვართ  მოვისმინოთ შენიშვნები და მივიღოთ შემოთავაზებები მოსახლეობისაგან, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს  მუნიციპალიტეტის განვითარებას.


Share.

Leave A Reply