ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიშის პრეზენტაცია

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურმა საკრებულოს  ქონების მართვისა და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას პირველ კვარტალში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კერძოდ,  განყოფილებების ფუნქცია-მოვალეობაა სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა, საანგარიშო პერიოდში მიმდინარე პროექტების და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი დროებითი კომისიების მიერ გაწეული საქმიანობები (იდენტობა – აღიარების კომისია). პროექტორის საშუალებით ნაჩვენები იყო სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოები, ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე, მიზნებსა და შედეგებზე. ყურადღება გაამახვილა პროექტზე „ჩაერთე შენი მუნიციპალიტეტის პრობლემების მოგვარებაში“, რომლის მიზანია ახალგაზრდობის ჩართულობა და ახალი იდეების შემუშავება. ანგარიშის წარდგენისას ყურადღება დაეთმო სამუშაო შეხვედრებს როგორც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელიც მიზნად ისახავდა ერთობლივ თანამშრომლობას, პროექტების დაფინანსებას მცირე ბიზნესის განვითარების, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროებში.


Share.

Leave A Reply