ბოლნისის კულტურისა და დასვეების პარკში იმიტირებული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი, შემოსაზღვრული ტერიტორია. ნასუფრალი,  ახალგაზრდები და პოლიციელები. ექსპერტ-კრიმინალისტები „იმიტირებულ შემთხვევის ადგილს სწავლობენ“. პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის ორგანიზებით“ ბოლნისის პროკურატურამ კიდევ ერთი ღონისძიება ჩატარდა.

პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ საქართველოს მასშტაბით 2006 წლიდან ხორციელდება და სხვადასხვა აქტივობებს აწყობს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობის მიზანს ემსახურება, რათა ამაღლდეს  სამართალდამცავი ორგანოების და პროკურატურის მიმართ ნდობა.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც „საზოგადოებრივი პროკურატურის“ პროექტის ფარგლებში იმიტირებული შემთხვევის ადგილის გამოძიებაში წარმატებულად მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდნენ.


Share.

Leave A Reply