ბოლნისის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

0

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2017 წელს 2 365 000 ლარი გამოეყო.
ბოლნისში აღნიშნული ფონდის დაფინანსებით 5 მასშტაბური პროექტი განხორციელდება.კერძოდ:
1. სოფელ არქევანში მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;
2. ქალაქ ბოლნისში აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩებზე სანიაღვერ სისტემის მოწყობის სამუშაოები;
3. ქალაქ ბოლნისში სოხუმის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები;
4. ქალაქ ბოლნისში გორგი სააკაძის ქუჩაზე ქვაფენილის საფარის მოწყობის სამუშაოები;
5. დაბა კაზრეთის სს ,,მადნეული“-ს მიმართულებით მიმავალი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები;
პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო ტენდერები 1 მაისამდე გამოცხადდება.


Share.

Leave A Reply