ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი აგრძელებს პროექტს

0

პროექტი ,,ზღაპრის ჩვენება და დისკუსია საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის“  ამჯერად ბოლნისის სოფლებში არსებულ საბავშვო ბაღებისთვის გრძელდება.  10 აპრილს თოჯინების თეატრს  სოფელ ბოლნისის  ბაგა-ბაღის მოსწავლეები სტუმრობდნენ. პროექტი სამი თვეა ხორციელდება, რომელშიც უკვე ჩაერთო ქალაქ ბოლნისის  ბაღების  ყველა უფროსი ჯგუფი. თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის თქმით ახალი ზღაპრის ჩვენება მოთხოვნის შესაბამისად კვლავ გაგრძელდება. ბოლნისის საკლუბო, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის თეონა აბრამიშვილის ჩართულობით ხდება პატარების ტრანსპორტირება. პროექტს წარმატებულად განხორციელებაში დახმარებას უწევს  სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის  ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე.


Share.

Leave A Reply