დვალის ჰეთრიკი და კოშკაძის გოლი – „სიონმა“ პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

0

ეროვნული ლიგა 2-ის მეცხრე ტურში, ბოლნისის „სიონი“ წყალტუბოს „სამგურალს“ მარტვილში, „მურთაზ ხურცილავაზე“ ესტუმრა და ანგარიშით – 4:2 დაამარცხა.
ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი წრე გამარჯვებით დაასრულეს.

დააგროვეს 18 ქულა და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან.
შეხვედრის საწყის წუთებზე კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. მატჩის საწყის წუთებშივე მანაგაძეს ქონდა შანასი ანგარიშის გახსნის, მაგრამ მისის დარტყმული კუპატაძის კარს მცირედით აცდა. სამაგიეროდ ზუსტი გამოდგა „სიონის“ კაპიტნი. დვალმა თავის პირველი გოლი მე- 11 წუთზე გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი მანაგაძემ გაუკეთა.
გატანილი გოლის შემდეგ, ბოლნისლები ცოტა მოეშვნენ, რითაც მასპინძებმა ისარგებლეს და ზარქუას კარისკენ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. საპასუხო შეტევებს ახორციელებდნენ სტუმრებიც.

36-ე წუთზე ლაღაძემ წონასწორობა აღადგინა. გუნდები შესვენებაზე სწორედ ამ ანგარიშთ გავიდნენ.

მეორე ტაიმში ჟორჟიკაშვილმა ცვლილებები განახორციელა, მოედანზე სვანიძეს, სიხარუიას და ყურაშვილს უხმო, რამაც შედეგი გამოიღო. ბოლნისელები გააქტიურდნენ და სათამაშო უპირატესობა ხელთ იგდეს, რაც ანგარიშშიც აისახა.

63-ე წუთზე ჯაბა დვალმა „სიონი“ ისევ წინ გაიყვანა. კაპიტანმა კუპატაძის კარი საჯარიმოს გარედან ეფექტურ დარტყმით აიღო. ზუსტად ათ წუთში ალექსანდრე კოშკაძემ, მანაგაძის მიერ მოპოვებული საჯარიმო ზუსტად გამოიყენა – 1:3!

82-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა აბიტრმა „სიონის“ კარში 11-მეტრიანი დანიშნა. საჯარიმოს ხაზთან ზარქუა ბრეგვაძეს ეთამაშებოდა, სადაც ყრუაშვილმა წესის დარღვევა დააფქსირა. ჩხეტიანმა კი, პენალტი გოლად აქცია – 2:3.

მატჩის მიწურულს, ბოლნისელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს. სიხარულიამ მარცხენა ფლანგიდან ჯაბა დვალი მოძებნა, რომელმაც ზუსტად ითამაშა და „სიონის“ მაისურით მეათე გოლი გაიტანა.

„სიონი“ მორიგ შეხვედრას, 5 მაისს, „ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართავს.

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა

IX ტური. სამგურალი – სიონი 2:4 (1:1)

გოლები: 0:1 დვალი (10), 1:1 ლაღაძე(36), 1:2 დვალი (63), 1:3 კოშკაძე (73), 2:3 ჩხეტიანი (82.პენ), 2:4 დვალი (88)

გაფრთხილება:ნემსაძე (40), კოუაკო (43), სიხარულია (45+1), ზარქუა (81)

სამგურალი: კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე (კილაძე 35), ბიბილაშვილი (კაპ), ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი (ციცხვაია 76), შალამბერიძე, ბრეგვაძე (ბანძელაძე 70), ჩხეტიანი, ლაღაძე

სათადარიგოები:კუჭუხიძე, დ.ჩიხლაძე, ზ.ენდელაძე, ჯღამაია

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

სიონი: ზარქუა, ნემსაძე, ჯაფიაშვილი, კირკიტაძე, თევზაძე (სვანიძე 46), კოუოკო (ყურაშვილი 57), კოშკაძე, უგულავა, მანაგაძე, დვალი (კაპ), გურეშიძე (სიხარულია 39)

სათადარიგო: მაქაცარია, ჭეიშვილი, ლილუაშვილი, აღდგომელაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი


Share.

Leave A Reply