ხეხილის ბაღების მეპატრონეებისთვის საყურადღებო ინფორმაცია

0

ხეხილის ბაღების მეპატრონეებისთვის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ბოლნისის ოფისის სპეციალისტი ლია ბეჟანიშვილი საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს:

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ხეხილის ბაღებში გამოჩნდა კურკოვანი კულტურებისთვის, კერძოდ: ქლიავი, ალუჩა, ტყემალი დამახასიათებელი მავნებელი ბუგრი, რომელიც წუწნის მეთოდით აზიანებს მცენარის ფოთლებს. ფოთოლი ვეღარ იშლება,  საბოლოოდ ხმება და თავისთავად ნადგურდება მოსავალიც, რადგან აღნიშნული მავნებელი საკმაოდ შეინიშნება ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებულ ხეხილზე და ფართოდაა გავრცელებული, საჭიროა მის წინააღმდეგ სასწრაფო ბრძოლის ღონისძიებების  გატარება. კერძოდ, საჭიროა მცენარეები შევწამლოთ პრეპარატ „ტალსტარით“, პრეპარატს სპეციალისტები უპირატესობას ანიჭებენ იმის გამო, რომ ის კლავს არა მხოლოდ ბუგრს, არამედ უკვე მეზამთრეობიდან გამოსულ ხეხილის ტკიპასაც. წამლობის შემდგომ საჭიროა ხეხილზე დაკვირვება, რადგან გადამოწმდეს არის თუ არა დახვეული ბუგრი. დაზიანებული ფოთოლი ძალიან ნელა სწორდება და უბრუნდება პირვანდელ სახეს გარკვეული დროის გასვლის შემდგომ“.

დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 591 – 91 – 48 – 55 ლია ბეჟანიშვილი.


Share.

Leave A Reply