ბოლნისელები ღვინის ფესტივალი 2017-ში მიიღებენ მონაწილეობას

0

საქართველოს რეგიონებიდან დეგუსტაციის შემდეგ 100 საოჯახო მარნის 131 ღვინო შეირჩა, მათ შორისაა ბოლნისის 15 საოჯახო მარანი. შერჩეული ღვინოები ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 13 მაისს მთაწმინდის პარკში ჩატარდება.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალში პირველად იღებს მონაწილეობას ლევან ქუქჩიშვილი, რომელსაც მეღვინეობის მიმართულებით დიდი გეგმები აქვს.
„გახარებული ვარ მიღებული შედეგებით. ჩვენი ოჯახის ღვინო ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას, თუმცა ფესტივალზე პირველად მივიღებთ მონაწილეობას. წლებია ჩემს ოჯახში ტრადიციული წესით მზადდება რქაწითელი. ყოველ წელს ორ ტონამდე ღვინოს ვაწარმოებთ, თუმცა ვაპირებ გავაშენო საფერავიც და გავზარდო რაოდენობა, ასევე ვმუშაობ ტურისტების მოზიდვაზე. მოთხოვნა დიდია, მთავარია ყველამ იზრუნოს ხარისხზე“, – განაცხადა ლევან ქუქჩიშვილმა.
გურამ ავქოფაშვილს კი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობის გარკვეული გამოცდილება გააჩნია, რომელმაც საოჯახო ნაწარმი ბიზნესად აქცია, ამიტომ დამწყებ მეღვინეებს ურჩევს აქტიურად ჩაერთონ ფესტივალებში, რომელიც მათი ღვინის რეალიზაციაში დიდ როლს ითამაშებს.
„ჩვენი ღვინო სახელწოდებით „ძმების მარანი“ 2014 წლიდან იწარმოება. 2015 წელს გავედით პირველად ღვინის ფესტივალზე და მოწონებაც დავიმსახურეთ. შემდეგ 2016 წელს მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მივიღეთ ვერცხლის პრიზი, რაც იყო დიდი სტიმული იმისა, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა. ვაწარმოებთ რქაწითელს, საფერავს და თავკვერს ტრადიციული ქართული მეთოდით, რაც გულისხმობს ქვევრის წესით დამზადებულ ღვინოს. დავიწყეთ ორი ქვევრით და ამჟამად გვაქვს 22. ვაწარმოებთ ბოთლებში, რომელიც მოთხოვნადია პრესტიჟულ მაღაზიებში. ყველა მეღვინეს, ვინც აწარმოებს თუნდაც ერთ ტონამდე ღვინოს, ვურჩევ რომ მიიღონ მონაწილეობა ფესტივალებში, რომელიც დიდ როლს ითამაშებს რეალიზაციაში“, განაცხადა გურამ ავქოფაშვილმა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ში მონაწილეობას 113 კომპანია, 100 საოჯახო მარანი, ასოციაციები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ღვინის ბარები და მცირე მეწარმეები მიიღებენ. საფესტივალო ღვინოები ღვინის კლუბში სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია.
გთავაზობთ ღვინის ფესტივალზე მონაწილე ბოლნისის საოჯახო მარნების სიას:
1. დავით გაფრინდაშვილი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
2. ავთანდილ გაბრიჭიძე , ლუკას მარანი
ბოლნისი
რქაწითელი
3. არჩილ უგრეხელიძე, გიოს მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
4. ლევან ქუქჩიშვილი, კაკოს მარანი
ბოლნისი “ორთაშენი”
რქაწითელი
5. თამაზ ალავიძის მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
6. ჯაფარიძის მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
7. ვახტანგ ჩაგელიშვილი
BOLNURI
ბოლნისი, სოფ. ხატისოფელი
ღვინო: თავკვერი, რქაწითელი
8. დვალიძის მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
9. ნემსაძის მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
10. ტარიელ ფოცხვერაშვილი
ტაროს მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
11. დავით ჭავჭანიძე
რატევანი
ქვემო ქართლი, ბოლნისის რ., სოფ. რატევანი
ღვინო: საფერავი
12. ელდარი გობეჯიშვილი, ბუბას მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
13. ჯაფარიძის მარანი
ბოლნისი
ღვინო: რქაწითელი
14. ყურაშვილების მარანი
ბოლნისი
ასურეთული შავი
15. გურამ ავქოფაშვილი
ბოლნისი
ძმების მარანი


Share.

Leave A Reply