„სიონმა” „გაგრა” დაამარცხა

0
ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტურის შეხვედრაში, ბოლნისის „სიონმა“ „გაგრა“ მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა ერთი საფეხურით გაიუმჯობესა. ზვიად სიხარულიას გოლი ერთადერთი აღმოჩნდა „თამაზ სტეფანიაზე“ გამართულ შეხვედრაში. შეტევა ჯაბა დვალმა წამოიწყო, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ლაშა მანაგაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კარში დაარტყა, მაგრამ გაგრას მცველს მოხვდა. გადმოვარდნილ ბურთზე მარცხნიდან სიხარულიამ ითამაშა დასწრებაზე. თერთმეტი ტურის შემდეგ, კობა ჟორჟკაშვილის გუნდმა 24 ქულა დააგროვა და ცხრილის მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. „სიონი“ მორიგ შეხვედრას კვირას, 14 მაისს, „ცხინვალის“ წიმააღმდეგ გამართავს.

 


Share.

Leave A Reply