მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსის ახალი ეტაპი იწყება

0

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების კონკურსის ახალი ეტაპი იწყება.  15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი. კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს  შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:

1) ბიზნესიდეების წარდგენა, დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნესიდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნესიდეების ავტორების გამოვლენა. გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც;

2) მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორები. სწორედ ბიზნესგეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრეინინგები

.დაფინანსების მექანიზმი შემდეგნაირია:

ერთი მეწარმე სუბიექტი, თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5000ლარი.

ორი მეწარმე სუბიექტი, თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 10000 ლარი.

სამი მეწარმე სუბიექტი, თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 15000 ლარი.

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე;
  • არ არის საჯარო მოხელე;
  • არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე;
  • კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას; მზად არის ბიზნესგეგმებისკონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.

Share.

Leave A Reply