ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აქიას ,,ღამე მუზეუმში” შუერთდა

0

მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად  ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აქიას ,,ღამე მუზეუმში”  შუერთდა და 20 მაისს, სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით  ჩაატარა  ღონისძიება ,,ბრწყინვალე მეფეები”.  გამოიფინა მუზეუმში დაცული მეფეების პორტრეტები და წარმოდგენილი იქნა სლაიდ შოუ ვიზუალური მასალების მიხედვით. მუზეუმი დამთვალიერებელს    ღამის 12 საათამდე უფასოდ მოემსახურება.

,,ღონისძიება ,,ღამე მუზეუმში” ასე  მაშტაბურად   2016 წლიდან აღინიშნება  და მასში ქვეყნის 84 მუზეუმი მონაწილეობს.   აქციამ ტრადიციული ღონისძიების სახე მიიღო და ჩვენც,  რა თქმა უნდა,  წელსაც  მივიღეთ მონაწილეობა, ვიმედოვნებთ მომავალში უფრო  საინტერესო და მაშტაბურ ხასიათს მიიღებს“-  აღნიშნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერმა ანნა აკოფიანმა


Share.

Leave A Reply