სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ.
ახალი კანონპროექტის მხარდაჭერის მიზნით დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებმა საკუთარი ხელმოწერებით დაადასტურეს გენდერული თანასწორობის იდეის მხარდაჭერა.
ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით 12 ივნისამდე გაგრძელდება.
მაია კუპრავა-შარვაშიძე, გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრი:
-ეს არის ის ინიციატივა, რომელიც შევიტანეთ პარლამენტში სქესთა თანასწორობაზე. გადაწყვეტილების მიღების ზედა საკანონმდებლო სივრცეში, როგორც პარლამენტში, ასევე თვითმმართველობაში დაცული რომ იყოს პარიტეტი, ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს. ეს არის სავალდებულო და არა წამახალისებელი, ამიტომაც მას ჰქვია კვოტირების მექანიზმის შემოტანა.
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი.


Share.

Leave A Reply