„სიონი 2006″-მა თბილისის „ნორჩი დინამოელი 2006″ დაამარცხა

0

დღეს სოფელ რატევანში არსებულ საფეხბურთო სტადიონზე, თბილისის მერიის თასის გათამაშების მე-8 ტური გაიმართა ფეხბურთში. ბოლნისის „სიონი 2006″ თბილისის „ნორჩი დინამოელი 2006″-ს დაუპირისპირდა.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მასპინძლებმა ტოლი არ დაუდეს და პირველივე ტაიმის მე-19 წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. მეორე ტაიმი კვლავ სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, ნორჩმა ბოლნისელებმა ძალები გააორმაგეს და მეორე ტაიმის ბოლოს გადამწყვეტი გოლი დინამოს კარში ლუკა ჩაგელიშვილმა გაიტანა და შეხვედრა 3:2 დაასრულდა.

თემურ გაფრინდაშვილი, „სიონი 2006″ მწვრთნელი: ამ ბიჭებმა არა ერთხელ მასახელეს და მრავალ თამაშზე ვლიდერობდით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწია შეხვედრა, მიუხედავად ამისა, გუნდმა თავი არ დაზოგა და კვლავ გამარჯვება მოგვიპოვა.


Share.

Leave A Reply