ქვემო ქართლის გუბერნატორმა წარჩინებული კურსდამთავრებულები მიიღო

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან, ალექსანდრე მეტრეველთან და ზაურ დარგალთან ერთად წარმატებულ მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა გუბერნატორთან არჩეულ პროფესიებზე ისაუბრეს. თავის მხრივ რეგიონის პირველმა პირებმა მათ წარმატებები უსურვეს და ექსკურსიაზე დაპატიჟეს. წარჩინებული კურსდამთავრებულები დმანისის მუნიციპალიტეტს ეწვევიან.  გუბერნატორმა მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. სამხარეო ადმინისტრაციაში მიწვეულნი იყვნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულებიც, ბოლნისის პირველი სჯარო სკოლიდან გვანცა ფოცხვერაშვილი და გიორგი ხორბალაძე, მეხუთე საჯარო სკოლიდან დიმიტრი ლაზარეშვილი და რატევნის საჯარო სკოლიდან მარიამ გორდაძე.


Share.

Leave A Reply