ბოლნისის მუნიციპალიტეტში დათო ნავერიანის სახელობის მე-3 საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ძიუდოში ჭაბუკთა შორის

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტი უკვე მესამედ მასპინძლობს საქართველოს დამსახურებული სპორტის ოსტატის, დათო ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირს ძიუდოში. ტურნირი , რომელიც ორ დღეს გასტანს, დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და მას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდა. სპორტსმენების წინაშე ფოლკლორული ანსამბლი ,,სიონი“ და ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,თამარიონი“-ს მოცეკვავეები წარსდგნენ, აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი. მუნიციპალიტეტის გამგებელი გამომსვლელებს მიესალმა და ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორდღიან ტურნირზე დაახლოებით 200-მდე სპოტრსმენი აისპარეზებს, მათ შორის 30 ბოლნისელია. შეჯიბრი 2 ასაკობრივ ჯგუფში 20 წონითი კატეგორიის სპორტსმენითვის გაიმართება.
გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან, ასევე დაწესებულია დათო ნავერიანის სახელობის გარდამავალი თასი, რომელსაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ფალავანი დაეუფლება.


Share.

Leave A Reply