გოგი მეშველიანი არასამთავრობო ორგანიზაციას შეხვდა

0

დღეს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ბიუროს ოფისში არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის” წარმომადგენლებს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრაზე ისუბრეს ორგანიზაციის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტის “ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში” შესახებ.

“ვფიქრობ , რომ მსგავსი ორგანიზაციების მუშობა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული უმცირესობების სწრაფ ინტეგრაციაში.”- გოგი მეშველიანი.

“დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბოლნისის მაჟორიტართან ბატონ გოგი მეშველიანთან, მოხარულები ვართ მისი მხრიდან იყო დიდი ყურადღება და დაინტერესება. ჩვენ ჩვენის მხრივ გავაცანით ჩვენი საქმიანობა და პროექტი “ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, რომელიც დაფინანსებულია ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ, შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე”- ლეილა სულეიმანოვა ორგანიზაცია “საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის” თავმჯდომარე.


Share.

Leave A Reply