ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროექტის ,,აქტიური მოქალაქე არის დემოკრატიის გარანტი“ მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადაეცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო ოთახში განთავსებულ სიგელებს დღეს კიდევ ერთი შეემატა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით შერაზადიშვილს და მის თანაშემწეს ფატიმა ტვილდიანს გაწეული მხარდაჭერისთვის დღეს მადლობის სიგელი გადასცა, ორგანიზაციამ ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ბოლნისში, პროექტი „აქტიური მოქალაქე დემოკრატიის გარანტი“ განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის საინფორმაციო და სასწავლო შეხვედრები გამართა. პროექტი რვა თვე გრძელდებოდა და მიზნად ისახავდა აზერბაიჯანელი ამომრჩევლის აქტივიზაციას, საარჩევნო კულტურის ამაღლებას, სრულფასოვან ინტეგრაციას ქვეყნის საარჩევნო სივრცეში და ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.


Share.

Leave A Reply