„ამბავი 500 ბოლნელისა“ – იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულების მონაწილეობით

0

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ ბოლო ზარი გასული წლების მსგავსად წელსაც  ჩვეული, ტრადიციული ფორმატით შემოგვთავაზა. კურსდამთავრებულებმა საზოგადოება ქვემო ქართლის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეპოქაში ამოგზაურეს. მამა პეტრე კვარაცხელიას რეჟისორობით მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა კონსტანტინე გამსახურდიას „ამბავი 500 ბოლნელისა“ ერთ სივრცეში გააერთიანეს და კულტურის სახლის სცენაზე გააცოცხლეს.  კურსდამთავრებულებმა უდარდელობიდან ტრაგიკულ ეპოქაში გადაინაცვლეს და საოცარი ტრაგიზმით გააცოცხლეს 500 ბოლნელის გმირობით და თავგანწირვით სავსე ისტორია. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა წელს სასულიერო სკოლის მეხუთე თაობას დაულოცა გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე. სპექტაკლს მეუფე ეფრემთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ესწრებოდნენ.


Share.

Leave A Reply