საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის გოგი მეშველიანის საჩუქარი პროექტის “ზღაპრები გვასწავლიან ნდობას” მონაწილეებს

0

 ბოლნისის მაჟორიტარის გოგი მეშველიანის ინიციატივით დღეს, თბილისის პარლამენტის შენობაში მოეწყო ექსკურსია , ტრანსასაზღვრო პროექტის ზღაპრები გვასწავლიან ნდობას” მონაწილეებისთვის, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “ბოლნისის ენის სახლი ახორციელებს. პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს მაჟორიტარმა უმასპინძლა. “ახალგაზრდებმა ინტერესით დაათვალიერეს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული შენობა, გაეცნენ პარლამენტის საქმიანობას, მოხარული ვარ , რომ ბავშვებმა ასეთი ინტერესი გამოიჩინეს საკანონმდებლო ორგანოს, მისი ისტორიის შესახებ, ვფიქრობ საინტერესო შეხვედრა გამოვიდა , მინდა წარმატება ვუსურვო , როგორც პროექტის მონაწილეებს ასევე მის ხელმძღვანელობას”-გოგი მეშველიანი. ” პროექტის ბოლოს საინტერესო იყო სტუმრობა პარლამენტის ისტორიულ შენობაში თბილისში, რომელიც ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივით და ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამგებლის დავით შერაზადიშვილის მხარდაჭერით მოეწყო. პროექტის მონაწილეებმა დაათვალიერეს რუსთაველის, თამარ მეფის სახელობის დარბაზები, მოინახულეს კომიტეტის სხდომათა ოთახიც, გაეცნენ პროცედურებს , რომელიც კანონპროექტის მიღებისას იმართება , გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.”- ლალი დალაქიშვილი პროექტის ინტერკულტურული დიალოგის კურსის ხელმძღვანელი. “ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი ვიზიტი პარლამენტში , ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი მოვისმინეთ რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, შევხვდით ჩვენს მაჟორიტარს , რისთვისაც მადლობა მას.”- თამარ ზურაბაშვილი პროექტის მონაწილე. ” ძალიან საინტერესო დღე იყო ჩვენმა ბავშვებმა კიდევ უფრო ახლოს გაიცნეს საქართველოს პარლამენტის შექმნის ისტორია , მოისმინეს უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების ძირითად საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ამ დღისთვის და ამ ინიციატივისთვის ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატს გოგი მეშველიანს.” -ირმა ზურაბაშვილი ” ბოლნისის ენის სახლის” ხელმძღვანელი


Share.

Leave A Reply