„საბაობა 2017″-ისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა

0

25 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის, ტანძიის სახლ-მუზეუმი „საბაობა 2017“ უმასპინძლებს. ორგანიზატორების თქმით „საბაობა 2017“ გრანდიოზული დღესასწაული იქნება, უფრო მეტად სახალხო, წარმოდგენილი იქნება საბას ეპოქის ქართულ-ევროპული სამოსი, მოეწყობა კოსტუმირებული ჩვენება მსახიობების მიერ, რომლებიც ანიმატორ-ექსპონანტებიც იქნებიან. იქნება წარმოდგენილი ქართული გენის დამახასიათებელი კომპონენტები, როგორებიცაა – მუსიკა, ცეკვა, შავფაროსნები, სამოსი, ქართული ორთაბრძოლა, რეწვა და მხატვრობა.

ღონისძიება დაიწყება დილას 11 საათიდან და გაგრძელდება 16 საათამდე. აღსანიშნავია, რომ „საბაობა 2017“ სტარტია იმისთვის, რომ მომავალში გადაიქცეს ფოლკლორულ ფესტივალად და ქვეყნის მასშტაბით გაიშალოს.

ასე არჩევდნენ ორგანიზატორები ლოკაციის ადგილებს „საბაობა 2017“-თვის.


Share.

Leave A Reply