ბოლნისში საქართველოს კარატე დო შიტო რიუს რიგით მე 17 ღია ჩემპიონატი გაიმართა

0

17 ივნისს მსოფლიო კარატის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძიუდოს დარბაზში საქართველოს კარატე დო შიტო რიუს რიგით მე 17 ღია ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატი საქართველოს კარატე დო შიტო კაის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში, ყველა რეგიონის 100 მდე სპორცმენმა მიიღო მონაწილეობას. ჩემპიონატზე 9 დან 21 წლამდე გოგონები და ვაჟები ასპარეზობენ.

კახა ბასილია, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:

– 2017 წელი როგორც საქართველოს ასევე მსოფლიო კარატისთვის არის ახალი ეპოქის დასაწყისი რამეთუ ეს სახეობა გახდა ოლიმპიური სახეობა და სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ უფრო მაშტაბური ღონისძიებები რაშიც სახელმწიფო ყველანაირად მხარს გვიჭერს.

ჯამბულ კოდუა, საქართველოს შიტოკაი ასოციაციის პრეზიდენტი:

-პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ტურნირი ძალიან კარგად წარიმართა.სწორედ ასეთი ტურნირები ემსახურება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და სპორტის ამ სახეობის განვითარებას.


Share.

Leave A Reply