შიდსის ცენტრის ექიმები ადგილობრივ მედპერსონალს შეხვდნენ

0

შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდისა’’ და ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებითა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ბოლნისში ”შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის“ ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა და ტრეინინგი გაიმართა.

შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა „სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენცია“ .
ორგანიზატორების განცხადებით, პროგრამის ფარგლებში მოხდა ჯანდაცვის მუშაკების სწავლება, ინფორმირება, იმისათვის, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მაღალი რისკის ჯგუფებთან აივ ინფექციის დისკირიმინაციის შემთხვევები შემცირდეს. ასევე დღევანდელი შეხვედრა  აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურებოდა.

პროგრამა „აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ მიერაა დაფინანსებული.

მაია ცინცაძე, შიდსის ცენტრის ექიმი, მედიცინის დოქტორი:

-დღესდღეობით საქართველოში აივ ინფექცია შიდსის მხრივ პრაქტიკულად მოწესრიგებულია სიტუაცია. ვინაიდან  დაწყებული დიაგნოსტიკიდან დამთავრებული მკურნალობით უფასო აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ სამწუხაროდ ხშირია დაგვიანებული, დაუდგენელი შემთხვევები, როდესაც არ ხდება შიდსის გამორიცხვა და დაავადების გავრცელებას ეწყობა ხელი, ასევე ძალიან მაღალია ამ დაავადებასთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია,  ეს არის არამარტო საზოგადოების, არამედ სამწუხაროდ სამედიცინო მედ-პერსონალის მხრიდანაც.


Share.

Leave A Reply