გოგი მეშველიანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

0

„გუშინდელი „არჩევანი”, „რუსთავი 2“-ზე მთლიანად დაეთმო თემას – “ხალხი და მაჟორიტარები”, რასაც მხოლოდ მივესალმებით. ჩემთვის ყველა ადამიანის მოსაზრება ყურადსაღებია და არც იმის ილუზია მაქვს, რომ ყველა დადებითად იქნება განწყობილი ჩემს მიმართ, თუმცა სიცრუესაც ვერ შევეგუები.
ბოლნისში მოსახლეობის გამოკითხვის დროს, სოფელ ზვარეთის ერთ-ერთმა მკვიდრმა, მახმუდ მახმუდოვმა განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. მსგავსი განცხადება ყველაზე მეტად ამ კონკრეტული ადამიანისგან გამიკვირდა, რადგან ის პირადად მიცნობს, ჯერ კიდევ ბოლნისის გამგებლობის დროიდან, როცა მას ისევე, როგორც ათეულობით სხვა მოსახლეს, სტიქიის დროს დაზიანებული სახლის სახურავი გადავუხურეთ და ამ პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობა კვლავ აგრძელებს. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნების წინ მახმუდ მახმუდოვი ჩემს ყველა შეხვედრას ესწრებოდა და შესაბამისი ფოტომასალაც არსებობს.
თუმცა ერთი სატელევიზიო განცხადება არაფერს ნიშნავს იმ დადებით მუხტთან შედარებით, რომელიც არაკეთილგანწყობილ სიუჟეტშიც კი შეძლო და წარმოაჩინა ბოლნისის მოსახლეობამ. ყველას დიდ მადლობას გიხდით ნდობისთვის და მეამაყება, რომ თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ.”-ნათქვამია განცხადებაში.


Share.

Leave A Reply