ქალაქ ბოლნისის მოსახლეობის საყურადღებოდ!

0

შპს ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ბოლნისის სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული დაზიანების გამო, შესაძლოა დღეს მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდოს სასმელი წყალი.
გარდა ამისა, გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს ბოლნისში არსებული 5 რეზერვუარიდან 3 რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსახლეობას შესაძლოა შეფერხებით მიეწოდოს წყალი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში წყალმომარაგების გრაფიკი საგრძნობლად გაიზრდება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.


Share.

Leave A Reply