1 ივლისიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდება

0

30 ივნისს, ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გია დემურაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქალთა ოთახში საჯარო მოხელეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა და საჯარო სამსახურის შესახებ კანონი გააცნო, რომელიც მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

„კანონის მიხედვით იქმნება სრულიად ახალი საჯარო სამსახურის სისტემა, რომლის მიხედვითაც ყალიბდება საჯარო მოხელეთა 4 რანგი და სწორედ რანგირების მიხედვით განისაზღვრება მათი ფუნქცია-მოვალეობები როგორც ცენტრალურ, ასევე თვითმმართველ ორგანოებში. აღნიშნული კანონი ქმნის კარიერულ წინსვლასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ, პროფესიულ საჯარო სამსახურს. ახალი რეფორმის მიზანია ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება“. -აღნიშნა bolnisi.ge-სთან გია დემურაშვილმა.


Share.

Leave A Reply