ანსამბლი „თამარიონი“ კრასნოდარში კონცერტებს გამართავს

0

კრასნოდარის მხარის, კერძოდ კავკასიის რაიონის ხელმძღვანელობის მიწვევით, სრულიად უსასყიდლოდ კეთილმეზობლური, კულტურული და ტურიზმის განვითარების მიზნით, დღეს ანსამბლი „თამარიონი“ კრასნოდარის მხარეში ქალაქ კროპოტკინოში გაემგზავრა.

3-5 დღის განმავლობაში  ანსამბლი ჩაატარებს სოლო კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ქორეოგრაფიულ ნომრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ჰიმნი და კლიპი ბოლნისზე.

გამგზავრების წინ ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონის“ წევრები მეუფემ ეფრემმა დალოცა.

მეუფე ეფრემი:

-პირველ რიგში ბედნიერ მგზავრობას, მერე წარმატებებს ვუსურვებ. მათ თავიანთი ნიჭითა და შემოქმედებით უნდა ასახელონ საქართველო და ბოლნისი. დავლოცავ ანსამბლ „თამარიონს“ და ვუსურვებ, რომ მშვიდობით დაბრუნდნენ სამშობლოში წარმატებულნი და გამარჯვებულნი.

ზურა დავითაშვილი, ღონისძიების ორგანიზატორი:

-ყოფილ ბოლნისელებს, რომლებიც ამჟამად კრასნოდარში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, გაუჩნდათ იდეა, რომ საქართველოს უკეთ გასაცნობად და ტურიზმის განვითარების მიზნით აქედან მიეწვიათ ქორეოგრაფიული ანსამბლი. არჩევანი „თამარიონზე“ შეჩერდა. იმედი მაქვს, რომ გასვლითი ღონისძიება წარმატებით დაგვირგვინდება.


Share.

Leave A Reply