ანსამბლი „ბოლნელი“ თურქეთში გაემგზავრა

0

მსოფლიოს ხალხთა ცეკვების საერთაშორისო კონკურს – ფესტივალს 6 – 14 ივლისს ტრაპიზონი უმასპინძლებს, სადაც  სახელმწიფო და საუნივერსიტეტო ანსამბლებთან ერთად 500 თავდადებული ბოლნელის სახელობის ქალაქ ბოლნისის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელიც” მიიღებს მონაწილეობას.  შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფით დაკომპლექტებული „ბოლნელები“ კონკურს -ფესტივალზე საინტერესო რეპერტუარით, საქართველოს სახელით  წარსდგებიან.

14 – 16 ივლისს  კი  ტრაპიზონიდან დაბრუნებისთანავე ანსამბლი  გზად შეჩერდება და ჩაერთვება არანაკლებ მნიშვნელოვან, სუხიშვილების სახელობის კონკურსში, რომელსაც  ბათუმი და ურეკი უმასპინძლებს.

ანსამბლი „ბოლნელი“ გასტროლების წინ მეუფე ეფრემმა სიონის საკათედრო ტაძარში დალოცა, მშვიდობიანი მგზავრობა და წარმატებები უსურვა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტრაპიზონის ტური, ვინაიდან გავდივართ არა მარტო ბოლნისის, არამედ საქართველოს სახელით, რეპერტუარიც მიგვაქვს შესაბამისი, რომელიც მკაფიოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის კულტურას. რაც მთავარია წასვლისას დაგვლოცა მეუფემ, მის კურთხევას კი დიდი ძალა აქვს. მშვიდობით რომ მოვივლით ამის მჯერა, დანარჩენი კი უფლის ნებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბათუმის ტური, ქალბატონი ნინო სუხიშვილი  მონაწილე ანსამბლებს შეკვეთილის საკონცერტო დარბაზში „ბლექსი არენაზე“ დაგეგმილ სუხიშვილების ძვირადღირებულ და განახლებულ საინტერესო კონცერტზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს უსასყიდლოდ. მთელი წლის დამქანცველი შემოქმედებითი მოღვაწეობის შემდეგ, ძალზედ მნიშვნელოვანია „ბოლნელისთვის“ მსგავსი აქტივობა“,განაცხადა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ბოლნელის“ დამაარსებელმა კობა ჟღენტმა.


Share.

Leave A Reply