გოგი მეშველიანმა ფრენბურთელ გოგონებს გამარჯვება მიულოცა

0

საქართელოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა, ბოლნისელ ფრენბურთელ გოგონებს გამარჯვება მიულოცა.

„მსურს ჩვენს, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ ფრენბურთელ გოგონებს წარმატება მივულოცო, ყველაზე სასიხარულოა, რომ ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 1400-ზე მეტ მონაწილე სკოლას შორის სუპერ ფინალის გამარჯვებულები ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ფრენბურთელი გოგონები გახდნენ და ჩეხეთის საგზურიც მოიპოვეს. დღეს, მთელი ბოლნისი თქვენი გულშემატკივარია, თქვენ შეძელით ჩვენი ქალაქი ღირსეულად წარმოგეჩინათ. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ გამარჯვება. გისურვოთ, მრავალი წარმატება. მჯერა, რომ თქვენ შეძლებთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მოპოვებას.”-


Share.

Leave A Reply