თოჯინების თეატრი საერთაშორისო ფესტივალიდან ლაურიატის დიპლომით ხელდამშვენებული დაბრუნდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა მონაწილეობა მიიღო, მოზარდთა და ხალხური შემოქმედების 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე ,,ჩემი ლამაზი ქვეყანა-ქობულეთი 2017“, რომელიც 5 დღის განმავლობაში ქობულეთში მიმდინარეობდა. შემოქმედებითმა ჯგუფმა მაყურებელს სპექტაკლი ,,ნაცარქექია“ წარმოუდგინა . სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა და ჟიურის გადაწყვეტილებით, ბოლნისის თოჯინების თეატრს, საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის ლაურიატის დიპლომი და სამახსოვრო თასი გადაეცა.
,,მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თოჯინების თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ დავით შერაზადიშვილს, კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელს ქალბატონ თეონა აბრამიშვილს, ქალბატონ იზოლდა ნიავაძეს და მზევინარ ხომასურიძეს თანადგომისთვის. ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, ახალი შემოქმედებითი კოლექტივების გაცნობა, სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ ხელოვნებასთან ზიარება, წვლილს შეიტანს თეატრის შემდგომ განვითარებასა და რეპერტუარის განახლებაში,“- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის ხელმძღვანელმა, თამარ ბობოხიძემ.


Share.

Leave A Reply