ბოლნისს ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობა ექნება

0

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობა, ქალაქში, ახალი მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება. მშენებლობა სავარაუდოდ სექტემბრის თვეში დაიწყება. 160 000 ლარად შეფასებული პროექტი დღეს ბოლნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იქნა გატანილი, საკითხი დეპუტატებმა მოიწონეს.

„პროექტი გავაცანით საკრებულოს წევრებს, მოწონების შემთხვევაში გავიტანთ მთავრობის სხდომაზე და დამტკიცების შემდეგ  მშენებლობას სავარაუდოდ სექტემბერში დავიწყებთ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის ასათვისებელი და ვფიქრობთ,  ბევრად უფრო კომფორტული და მოსახერხებელი იქნება ტერიტორიულად“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Leave A Reply